სუბკულტურა

ყოველ კულტურაში არსებობს სუბკულტურები. სუბკულტურა - ესაა გარკვეული სოციოკულტურული ჯგუფისათვის (ახალგაზრდობა, დამნაშავეთა სამყარო, ამა თუ იმ ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი, რელიგიური უმცირესობანი და სხვ.) დამახასიათებელი თვისებების მყარი მთლიანობა. გამოყოფენ, მაგალითად, ახალგაზრდულ, კრიმინალურ, ეთნიკურ, რელიგიურ, პროფესიულ, სოციალურ და სხვა სუბკულტურებს.

მაგალითად, საქართველოში შეიძლება ვისაუბროთ ეთნიკური (ქურთების, იეზიდების, ბერძნების და ჩვენში მცხოვრები სხვა ეთნოსების), რელიგიური (პროტესტანტული, კათოლიკური, სექტანტური და სხვ.), კრიმინალური („საძმოები“, „ქურდები“ და სხვ.) და ) სუბკულტურების არსებობაზე.

სუბკულტურას გაბატონებული კულტურისაგან განსხვავებული ფასეულობები და ნორმები აქვს, მაგრამ იგი არ უარყოფს, არ უპირისპირდება გაბატონებულ კულტურას, არ გამოდის მის წინააღმდეგ, არამედ არსებობს მის ფარგლებში. სუბკულტურის წარმომადგენლები არ იბრძვიან იმისათვის, რომ საკუთარი ფასეულობანი, იდეები თუ შეხედულებები საყოველთაოდ აქციონ. პირიქით, ისინი დაინტერესებული არიან საკუთარი განსხვავებულობის შენარჩუნებით.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი