კულტურული კონფლიქტი

კულტურული კონფლიქტი არის ცალკეულ პიროვნებებს, ჯგუფებს, პიროვნებასა და ჯგუფს, პიროვნებასა და საზოგადოებას, ჯგუფსა და საზოგადოებას, სხვადასხვა ერთობებს ან მათ კოალიციებს შორის ფასეულობრივ-ნორმატიული, ორიენტაციული, პოზიციური დაპირისპირების კრიტიკული სტადია. კონფლიქტების სხვა სახეთაგან განსხვავებით, კულტურული კონფლიქტების მიზეზი მსოფლმხედველობრივ, რელიგიურ შეხედულებათა, შეფასების პოზიციათა შეუთავსებლობით, მხარეთა სოციალური გამოცდილების განსხვავებულობით არის განპირობებული.

ყველა კონფლიქტი დინამიურია და მოიცავს წინააღმდეგობათა დაძლევის, მოლაპარაკებათა გზით მათი გადაჭრის, მტრული მოქმედებების, მხარეთა შორის ახალი კონტაქტების დამყარებისა და კომპრომისის მონახვის სტადიებს. არსებობს კონფლიქტის სხვაგვარი გამოსავალიც: ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე ან კონფლიქტის მოგვარების გადადება მომავლისათვის.

კულტურული კონფლიქტი დაკავშირებულია ტოლერანტობისა და სხვა კულტურის მიმართ ინტერესის პრობლემებთან. კულტურული კონფლიქტის განსაკუთრებული ტიპია შემოქმედებითი კონფლიქტი მიმართულებებს, სკოლებს, ჯგუფებს ან ამა თუ იმ დარგის ცალკეულ წარმომადგენლებს შორის.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი