კულტურის დიფუზია

კულტურის დიფუზია არის ორი ან მეტი საზოგადოების კულტურული მახასიათებლების სივრცეში გავრცელება და შეღწევა სხვა საზოგადოებაში. ესაა კულტურის გავრცელება-მოძრაობის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც აუცილებლად არ გულისხმობს მიგრაციულ პროცესებს. კულტურა საზოგადოებიდან საზოგადოებას შეიძლება გადაეცეს თავად საზოგადოების ან მისი წარმომადგენლების გადაადგილების გარეშე. კულტურის გავრცელება მოძრაობის განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც განსხვავდება და არ დაიყვანება მიგრაციულ პროცესებზე.

კულტურული დიფუზიის კონცეფციის ყველაზე რადიკალური მომხრეების მიერ კაცობრიობის მთელი ისტორია გააზრებული იყო როგორც კულტურათა კონტაქტი, შეჯახება, სესხება და გადატანა. ისინი ყველგან და ყველაფერში მხოლოდ კულტურის დიფუზიას, ე. ი. სხვადასხვა კულტურული მოვლენის სივრცეში გადანაცვლებას ხედავდნენ.

კულტურის დიფუზია შეიძლება განხორციელდეს არა მარტო ხალხებსა და ქვეყნებს, არამედ ჯგუფებს და სოციალურ ფენებს შორის. აქედან გამომდინარე, განარჩევენ ორ მიმართულებას: 1) კულტურის დიფუზია ეთნოსებს, გარკვეული სტატუსის მქონე ინდივიდების ჯგუფებს შორის; 2) კულტურული ელემენტების ვერტიკალური გავრცელება არათანაბარი სტატუსის მქონე სუბიექტებს შორის. ასეთ პროცესს უწოდებენ სტრატიფიკატორულ კულტურულ დიფუზიასაც, რომელიც შეიძლება ორი - აღმავალი და დაღმავალი - ფორმით განვითარდეს (მაგ., არისტოკრატიის მიერ მდაბიური საუბრის სტილის ელემენტების გადმოღება ან ფუფუნების საგნების საყოველთაოდ ქცევა).

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი