კულტურული არქეტიპები

ტერმინი „არქეტიპი“ ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს პირველსახეს, საწყისს. არქეტიპი წარმოდგენათა გაუცნობიერებელი ბაზისური სქემაა, რომელიც უნივერსალურია ყველა ადამიანისათვის, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, ენისა, კულტურული ტრადიციისა და )

ეს ტერმინი სამეცნიერო ლიტერატურაში შემოიტანა ფსიქიატრმა, ანალიტიკური ფსიქოლოგიის სკოლის ფუძემდებელმა კარლ გუსტავ იუნგმა. იუნგი განასხვავებდა „ინდივიდუალურ არაცნობიერს „კოლექტიური არაცნობიერისაგან“, რომელიც კაცობრიობის მეხსიერებას წარმოადგენს, საერთოა ყველა ადამიანისათვის, გადაეცემა მემკვიდრეობით და ინდივიდუალური ფსიქიკის საფუძველია. კოლექტიური არაცნობიერი წარმოადგენს შეხედულებათა და ტიპურ რეაქციათა სისტემას, რომლებიც შეუმჩნევლად განსაზღვრავენ ადამიანის ცხოვრებას. თანდაყოლილი პროგრამებისა და უნივერსალური ნიმუშების გავლენის ქვეშ ექცევა არა მხოლოდ ელემენტარული ქცევითი რეაქციები, არამედ ასევე აღქმა, აზროვნება და წარმოსახვა. სწორედ ამ ნიმუშებს ეწოდა „კოლექტიური არაცნობიერის არქეტიპები „.

არქეტიპული სახეები წარმოადგენენ მითოლოგიის, რელიგიის, ხელოვნების საწყისს. კულტურული არქეტიპები კულტურის საბაზისო ელემენტები, რომლებიც სულიერი ცხოვრების მყარ მოდელებს აყალიბებენ. კულტურულ არქეტიპებს შეადგენენ კულტურის ტიპიური თვისებები, ამდენად, ისინი ობიექტური და ტრანსპერსონალურია. კულტურული არქეტიპების ჩამოყალიბება მიმდინარეობს კულტურული გამოცდილების სისტემატიზაციისა და სქემატიზაციის პროცესში, საკაცობრიო და დიდი ისტორიული ერთობების კულტურის დონეზე. აქედან გამომდინარე, ცალკეული ინდივიდის მიერ კულტურულ არქეტიპთან კავშირის გაცნობიერება არ ხდება.

ეთნოკულტურული არქეტიპები გამოხატავენ და ამყარებენ ეთნოსის, როგორც კულტურული მთლიანობის ფუძემდებლურ თვისებებს. ყოველ კულტურაში საკუთარი ეთნოკულტურული არქეტიპები დომინირებენ, რომლებიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებენ მსოფლმხედველობის, ხასიათის, ეთნოსის ისტორიული ბედის და ) თავისებურებებს. ეთნოკულტურულ არქეტიპებში კონცენტრირებული სახითაა წარმოდგენილი ეთნოსის კოლექტიური გამოცდილება. ეთნოკულტურული არქეტიპების აქტიური არსებობა მნიშვნელოვანი პირობაა კულტურის მთლიანობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.

კულტურული არქეტიპები არსებითად უცვლელი რჩება და ვლინდება მრავალფეროვანი ფორმით - მითოლოგიურ სახეებში, რელიგიურ მოძღვრებებსა და რიტუალებში, ეროვნულ იდეალებში და )

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი