ცივილიზაციური თვითმყოფადობის კონცეფცია: ნეგრიტუდი

აფრიკის უაღრესად ჭრელი სოციალურ-ფსიქოლოგიური კონგლომერატი იქცა საფუძვლად ნეგრო-აფრიკული თვითმყოფადობის გამაერთიანებელი დოქტრინისათვის, რომელიც მოგვევლინა, როგორც ვესტერნიზაციისა და დასავლური კულტურის შეჭრის ალტერნატივა.

აღნიშნული პარადიგმა ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა და გვევლინებოდა მ.ჰარვეისა და ჯ.პედმორის პანაფრიკანიზმის, ე.სეზარისა და ლ.სენგორის ნეგრიტუდის, პ.ტემპლესისა და მ.გრიოდის აფრიკული ეთნოფილოსოფიის, აგრეთვე ნაკლებმნიშვნელოვანი ნაირსახეობების - აფროცენტრიზმის, ნეგრო-აფრიკანიზმის, ბანტუს სოციალიზმის, ნეგრიზმის და სხვ. სახით.

ლეოპოლდ სენგორის სახელი მსოფლიომ სიტყვა "ნეგრიტუდთან" ერთად გაიგო. იგი ლეგენდარულ პიროვნებად იქცა: იყო პოეტი და ფილოსოფოსი, საფრანგეთის აკადემიის წევრი ორივე ნომინაციით, სენეგალელ მსროლელთა კორპუსის ოფიცერი მეორე მსოფლიო ომის დროს, სადაც მძიმედ დაიჭრა და გერმანელთა ტყვეობაში აღმოჩნდა, იქ ორი წელი გაატარა, შემდეგ გაიქცა, იბრძოდა ფრანგ პარტიზანებთან; ომის შემდეგ ხელმძღვანელობდა "ზღვისიქითა ტერიტორიებისა" და კოლონიების დეპუტატთა ჯგუფს, იყო საფრანგეთის ეროვნული კრების ვიცე-სპიკერი; იყო კათოლიკე, მიიღო ბრწყინვალე თეოლოგიური განათლება, გახდა სენეგალის რესპუბლიკის (სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მაჰმადიანია) პირველი პრეზიდენტი. 1980 წლის ბოლოს 75 წლის სენგორმა პრეზიდენტობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა პარლამენტს, რათა, როგორც თვითონ ამბობდა, მობეზრებულ "დიპლომატიურ პარკეტს" ხელი არ შეეშალა რათა, დარჩენილი დღეები მიეძღვნა ფილოსოფიისა და პოეზიისათვის, აგრეთვე მოღვაწეობისათვის მის მიერ დაარსებულ სოციალისტურ (მოგვიანებით - სოციალ-დემოკრატიულ) ინტერნაციონალში.

ნეგროიდული რასის წარმომადგენელთა მიერ საკუთარი კულტურის ორიგინალობის გააზრების მცდელობა სათავეს იღებს XIX ს. შუა ხანებიდან, მარქსიზმის წარმოშობის თანადროულად. სენგორთან (რომელიც იყო "აფრიკელი ევროპელი" და "ევროპელი აფრიკელი") ეს კონცეფცია ჩამოყალიბდა როგორც სპეციფიკური სინთეზი ღრმა კონცეპტუალობისა (დასავლური აზროვნების ნიშანი) და მკაფიო ხატოვანი აზროვნებისა (რაც დამახასიათებელია ტრადიციული აფრიკული მსოფლაღქმისათვის).

თეზისიდან იმის თაობაზე, რომ ნეგრო-აფრიკული ცივილიზაციაც ორიგინალური და თვითმყოფადია, სენგორი და მისი მომხრეები მივიდნენ დასკვნამდე იმის თაობაზე, რომ დასავლეთის ავტომატური, მექანიკური ცხოვრების წესი გარდაუვალად განწირულია კრახისათვის, აფრიკულ სულიერებასთან, გრძნობადობასთან, უშუალობასთან ორგანული სინთეზის გარეშე. მათი იდეები ევროაფრიკის შესახებ ეხმაურებოდა ა.ტოინბის შენიშვნებს აფროაზიური და ევრაზიული სტეპებისა და უდაბნოების ხალხთა ძველი კონტაქტების მნიშვნელობის თაობაზე მსოფლიო ისტორიისათვის.

ნეგრიტუდის ფარგლებში ჩამოყალიბდა ემოციურ-ამაღლებული "სულის", "სუფთა" ემოციებისა და ვულგარულ-მიწიერი "მატერიის", ანგარიშიანი, ცივი გონების დაპირისპირების გულუბრყვილო იდეა: აფრიკაში - ტამტამების გამაერთიანებელი, შემაკავშირებელი რიტმი, ცეკვის იმპულსური ტემპი კოცონით გაჩირაღდნებულ სავანაში ან საგანგებოდ მოწყობილ მდელოზე ჯუნგლებში; ევროპაში - საათების მონოტონური, გამოზომილი წიკწიკი, ფულის კუპიურათა შრიალი, "ფულის კეთების", ბიზნესის, რისკის მანიაკალური, მანქანისებური ტემპი; აფრიკაში - წინაპართა ზნე-ჩვეულების ჰუმანიზმი, ბუნებასთან ჰარმონიის იდილია, კოლექტივიზმი, ურთიერთდახმარება, თანაგრძნობა; ევროპაში - სოციალური ანტაგონიზმები, კონფლიქტები, აგრესია, ბუნების რესურსების ფლანგვა, ადამიანის მიერ ადამიანის ჩაგვრა და დისკრიმინაცია. აფრიკელი მკაფიოდ დაუპირისპირდა ევროპელს: პირველი - პოეტი, ლირიკოსი; მეორე - ინჟინერი, პრაგმატიკოს; პირველი გარემომცველ სამყაროს ასახავს და მისადმი დამოკიდებულებას გამოხატავს ცეკვით, ხელოვნებით, სულით, გულით; მეორე - ფორმულით, მეცნიერებით, გონებით, ტვინით.

აზროვნების კონტინენტური სპეციფიკის თემას, სენგორის გარდა, სხვებიც ავითარებდნენ. კენეტ კაუნდა, ზამბიის ყოფილი პრეზიდენტი, "ზამბიური ჰუმანიზმის" კონცეფციის ფუძემდებელი აღნიშნავდა, რომ აფრიკული ინტელექტი "განიცდის სიტუაციას", ევროპული კი ცდილობს "პრობლემის გადაწყვეტას".

სენგორის თვალსაზრისი აფრიკელის, როგორც "შებრუნებული ევროპელის" შესახებ გვახსენებს ჰეგელის განსჯას საჰარის სამხრეთით მდებარე ჭეშმარიტი აფრიკის თაობაზე "ისტორიის ფილოსოფიაში". ჰეგელი ხაზს უსვამდა აფრიკელის წარმოდგენათა "მთლიანობას", რაც განპირობებული იყო მისი ინტეგრირებულობით ლოკალურ სოციუმში და ეკოლოგიურ გარემოში. მაგრამ ჰეგელის მსჯელობა ევროპელის უპირატესობის აღიარებას ემყარებოდა, იგი გამორიცხავდა ტროპიკულ აფრიკას მსოფლიო ცივილიზაციური პროცესიდან, აცხადებდა, რომ აფრიკა არ არის მსოფლიოს ისტორიული ნაწილი, მასში არ შეინიშნება მოძრაობა და განვითარება. "ვსაუბრობთ რა აფრიკაზე, ჩვენ მხედველობაში გვაქვს ის, რაც ჯერ კიდევ სულის განვითარების პირველყოფილ საფეხურზეა" და მასზე ვმსჯელობთ, როგორც მსოფლიო ისტორიის კარიბჭეზე.

აფრიკული თვითმყოფადობა, რომელსაც ისტორიული ანალოგი არ გააჩნია, სენგორის შენიშვნით, წარმოადგენს "განსაკუთრებული სივრცისა და დროის, ანუ სპეციფიკური გეოგრაფიისა და ისტორიის, ეთნოსისა და კულტურის" პროდუქტს. აფრიკელთა მიერ თავიანთი ერთობის გააზრება, ცნობილი კენიელი მეცნიერის, ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე ალი-მაზრუის შენიშვნით, კულტურის საფუძველზე მოხდა.

აფრიკელის "სულიერება", ევროპელის "მატერიალიზმისაგან" განსხვავებით, ლამის მოარულ მითად იქცა. ამ დროს კი, ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროთი განსაზღვრული სივრცითი ორიენტაცია დამახასიათებელია ყველა "ბუნებრივი" ცივილიზაციისათვის. იგი განპირობებულია მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების წესით, აქედან გამომდინარე სწავლა-აღზრდის სისტემით, რის გამოც ინტელექტის დასავლური ტესტები (IQ) ნაკლებად გამოსადეგია მათთვის. კარლ იუნგი აღნიშნავდა, რომ "ასპროცენტიანი" ამერიკელი წარმოადგენს ენერგიულ და საქმიან ევროპელს შავკანიანის მანერებითა და ინდიელის სულით.

საინტერესოა დასავლეთის-უსიცოცხლო, ტექნიციზირებული, მექანიკური, მოგებასა და ფულს დამორჩილებული სამყაროს სენგორისეული აღქმა, აგრეთვე აფრიკის როლის ხედვა მომავალ ცივილიზაციაში, რაც მის ლექსებშია. გადმოცემული.

* * *

Нью-Йорк! Сначала меня смутила твоя красота, твои золотистые длинноногие девушки.
Сначала я так оробел при виде твоей ледяной улыбки и металлически-синих зрачков,
Я так оробел. А на дне твоих улиц-ущелий, у подножья небоскрёбов,
Подслеповато, словно сова в час затмения солнца, моргала глухая тревога,
И был точно сера удушлив твой свет, и мертвенно-бледные длинные пальцы лучей смыкались на горле у неба,
И небоскрёбы зловеще грозили циклонам, самодовольно играя своими бетонными мышцами и каменной кожей.
Две недели на голых асфальтах Манхеттена,
А к началу третьей недели на вас прыжком ягуара налетает тоска.
Две недели ни колодцев, ни свежей травы, и птицы откуда-то сверху
Падают замертво под серый пепел террас.
Ни детского смеха, ни детской ручонки в моей прохладной ладони,
Ни материнской груди, только царство нейлоновых ног, только стерильные ноги и груди.
Ни единого нежного слова, только стук механизмов в груди —
Стук фальшивых сердец, оплаченных звонкой монетой.
Ни книги, где бы слышалась мудрость. Палитра художника расцветает кристаллом холодных кораллов.
И бессонные ночи… О ночи Манхеттена, заселённые бредом болотных огней, воем клаксонов в пустоте неподвижных часов.
А мутные воды панелей несут привычную тяжесть гигиеничной любви —
Так река в половодье уносит детские трупы.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი