გალერეა

ექსპედიციები

სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის პარალელურად, ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ექსპედიციებმა, რომლებშიც პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მონაწილეობენ. ქვემო ქართლის, რაჭის, იმერეთის და საქართველოს სხვა კუთხეებში ჩატარებული ექსპედიციები ხელს უწყობს როგორც ცოდნის გაღრმავებას, ასევე მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას მონაწილეთა შორის. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მუშაობა გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ გათხრებზე, რომელიც აჭარისწყლის ხეობის კულტურულ-ისტორიული ექსპედიციის ფარგლებში რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.


ექსკურსიები

ექსკურსია აქტიური დასვენებისა და განტვირთვის კარგი საშუალებაა. არაფერი სჯობს გაზაფხულზე ახლად აყვავებულ ტყეში ჩაფლული შუამთისა თუ მოწამეთას, ნიკორწმინდისა თუ რკონის ხილვას, ან კიდევ შემოდგომაზე ალაზნის ველის და ალავერდის მონახულებას. ბათუმი თუ სიღნაღი, ვარძია თუ უფლისციხე, ყაზბეგი თუ ბორჯომი - ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს...



შეხვედრები და კონფერენციები

შეხვედრები და კონფერენციები სასწავლო და კვლევითი პროცესის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი თანამშრომლები მონაწილეობენ სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში, კონგრესებსა და სიმპოზიუმებში. ჩვენ თავადაც ვართ არაერთი ასეთი შეხვედრის ორგანიზატორი და მასპინძელი.


იუმორი

იუმორის განყოფილება ყველაზე ნათლად აჩვენებს ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგებს: როგორ დავიწყეთ ფიქრი დროზე - ციკლურია ის თუ ხაზოვანი? როგორია სამყარო „თავდაყირა“? რამდენს იწონის კულტუროლოგი სტუდენტი გოგონა? ნახავთ, როგორ მოირგო ერთ-ერთმა ჩვენგანმა გაურკვეველი დანიშნულების მოსასხამი და რა მისტერიაში მიიღო მონაწილეობა; რომ მეცნიერული დაკვირვების შედეგად დამზადებული ბრინჯის ღომი სრულიად განსხვავებულია ჩვეულებრივისაგან; გაიგებთ, როგორ უნდა ამოიყვანო თევზი წყლიდან და, სამაგიეროდ, გადააგდო მეგობარი :) :) :)





0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი