ლაბორატორიის პროექტები

შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან

2011 წლის 29 აპრილს გაიმართა შეხვედრა კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიის წარმომადგენლებსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის, რუსთავის #2 საჯარო სკოლის, თბილისის საგანმანათლებლო სკოლა-პანსიონ "მთიების", მარი ბროსეს სახელობის ფრანგულ-ქართული სკოლა-ლიცეუმის, საერო სკოლა "ბინულის", ილია ჭავჭავაძის სახელობის საგარეჯოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან არსებული სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

პროფესორ პალ ტამაშის შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებთან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტთან არსებული კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიის მოწვევით, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი პალ ტამაში თბილისის, რუსთავისა და საგარეჯოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს შეხვდა.
"როგორი იქნება მსოფლიო, რომელშიც თქვენ იცხოვრებთ?" – ამ საკითხზე პროფესორსა და მოსწავლეებს შორის საინტერესო საუბარი გაიმართა.

"ქალაქური ცხოვრების წესი" - მორიგი შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებთან

2011 წლის 3 ივნისს კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიის პროექტის ფარგლებში მოეწყო მორიგი შეხვედრა თბილისისა და საქართველოს რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე. მოსწავლეებთან შეხვედრა ახალი არჩევითი საგნის - "მსოფლიო კულტურის" პოპულარიზაციასაც ისახავდა მიზნად. ეს საგანი მომავალი 2011-2012 სასწავლო წლიდან არჩევითი კურსის სახით დაინერგება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების X, XI, XII კლასებში. ბ-ნი ნოდარ სურგულაძე და ქ-ნი ნათია ჯოხაძე მოსწავლეებს ამ საგნის შესწავლის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
შეხვედრის მთავარი ნაწილი იყო "მსოფლიო კულტურის" საგნობრივი პროგრამის ხელმძღვანელის, პროფესორ ვლადიმერ ვარდოსანიძის ლექცია-საუბარი თემაზე "ქალაქური ცხოვრების წესი". საუბარს საინტერესო დისკუსია მოჰყვა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ახალი არჩევითი საგნის - "მსოფლიო კულტურა" - პედაგოგთა კონფერენცია

2011 წლის 29 ივლისს, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგთა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ახალი არჩევითი საგნის - "მსოფლიო კულტურა" - სწავლების საკითხებს. გასულ სასწავლო წელს საგანი პილოტირებას გადიოდა 12 საჯარო და 2 კერძო სკოლაში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამჯერად კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ როგორ საპილოტე სკოლების პედაგოგები, ასევე ისინი, რომელთა სკოლებმა 2011-2012 სასწავლო წელს უკვე აირჩიეს საგანი "მსოფლიო კულტურა", მათ შორის, თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, გურიის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, აფხაზეთის, სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლების მასწავლებლები.
კონფერენცია გახსნა და მის მუშაობას უძღვებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე. მონაწილეებს მიესალმა და წარმატებული საქმიანობა უსურვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ.
პედაგოგთა კონფერენციაში მონაწილეობდნენ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის "მსოფლიო კულტურის" სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ვლადიმერ ვარდოსანიძე, ამავე ჯგუფის კოორდინატორი ეკა წირღვავა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერკულტურული დიალოგის იუნესკოს კათედრის პროფესორები ნინო ჩიქოვანი, ქეთევან კაკიტელაშილი, ივანე წერეთელი, ირაკლი ჩხაიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ნიჟარაძე.
საპილოტე სკოლების პედაგოგებმა წარმოადგინეს სამოდელო გაკვეთილები ცალკეულ თემებზე, ერთმანეთსა და დამსწრე კოლეგებს გაუზიარეს ერთი წლის მანძილზე დაგროვილი გამოცდილება. ფოტოგალერეა იხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ვებ-გვერდზე.

ტრენინგი საგანში "მსოფლიო კულტურა"

2011 წლის ოქტომბერში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის ინიციატივით, იმ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებს, რომელთაც მიმდინარე სასწავლო წელს აირჩიეს ახალი საგანი "მსოფლიო კულტურა", ჩაუტარდათ ტრენინგები სწავლების მეთოდოლოგიასა და შინაარსობრივ საკითხებზე.
საქართველოს მასშტაბით 25 სატრენინგო ცენტრში ტრენინგები გაიარეს თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, გურიის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, აფხაზეთის, სამცხე-ჯავახეთის 550-მდე საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებმა.

პროფესორ მალხაზ მაყაშვილის შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებთან

მუშაობა განაახლა კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიამ. მიმდინარე სასწავლო წელს, 9 ნოემბერს, ჩვენი პირველი სტუმარი იყო ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მალხაზ მაყაშვილი, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა თემაზე: "გარემოს როლი ადამიანის აზროვნების განვითარებაში". შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები. თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დახმარებით, განხორციელდა ვიდეოჩართვა გორის მე-8 (პედაგოგი ლელა კაკაშვილი), ზუგდიდისმე-4 (პედაგოგი ხათუნა დარასელია), თელავის მე-3 (პედაგოგი მანანა ჯაყელი), საგარეჯოს მე-4 (პედაგოგი ქეთევან ქვლივიძე), ქუთაისის 24-ე (პედაგოგი ჟოზეფინა გუგავა) საჯარო სკოლებთან. იმედი გვაქვს, რომ ვოდეოკონფერენციები რეგიონების სკოლების მონაწილეობით მომავალშიც გაგრძელდება.
 შეხვედრის ვიდეოჩანაწერი

პროფესორ გიორგი ნიჟარაძის შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებთან

2011 წლის 24 ნოემბერს კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიას პროფესორი გიორგი ნიჟარაძე ესტუმრა. თბილისისა და რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებთან საუბრის თემა იყო "კულტურის უნივერსალიები". ადამიანი როგორც ბიოლოგიური და სოციალური არსება, სიცოცხლის უზრუნველყოფის ფორმები, ხელოვნება, რელიგია და მითი როგორც კულტურის უნივერსალიები, დროის აღქმა სხვადასხვა კულტურაში, მსგავსებები და განსხვავებები კულტურებს შორის - ამ საკითხებმა მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა მრავალი შეკითხვა, აუდიტორია აქტიურად მონაწილეობდა დისკუსიაში. ბ-ნი გიორგი ნიჟარაძე მოსწავლეებს დაპირდა, რომ რამდენიმე საინტერესო საკითხს, რომელთა განხილვა ამჯერად არ მოესწრო, მომავალ შეხვედრებზე განიხილავენ.
 შეხვედრის ვიდეოჩანაწერი

პროფესორ გიორგი ლობჟანიძის შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებთან

7 დეკემბერს კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიის სტუმარი პროფესორი გიორგი ლობჟანიძე გახლდათ. თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდნენ თელავის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ვიდეოჩართვის გზით შემოგვიერთდნენ. საუბრის თემა იყო "კულტურული შოკი", რომელზეც გიორგი ლობჟანიძემ თავისი ირანული გამოცდილების საფუძველზე ისაუბრა. მოსწავლეების შეკითხვები, კულტურული შოკის გარდა, ირანის კულტურას, საქართველო-ირანის ისტორიულ და თანამედროვე ურთიერთობას, სტერეოტიპებს, მათი დაძლევის გზებს და სხვა საკითხებს ეხებოდა. შეუმჩნევლად გასული ორი საათი საკმარისი არ აღმოჩნდა მოსწავლეთა ინტერესის დასაკმაყოფილებლად.
 შეხვედრის ვიდეოჩანაწერი

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი