კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორია

2011 წელს კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ინტერკულტურული დიალოგის იუნესკოს კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბდა კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორია (კმლ/CDL). ლაბორატორიის მიზანია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის ურთიერთობების გაღრმავება; მოსწავლეებისათვის მსოფლიოსა და საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების გაცნობა; კულტურის მეცნიერებების პოპულარიზაცია.

ლაბორატორიის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეების დაინტერესებას ახალი არჩევითი საგნით "მსოფლიო კულტურა", განსხვავებულისადმი პატივისცემის ჩამოყალიბებას და კულტურული მრავალფეროვნების, როგორც ფასეულობის აღქმას.

კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორია (CDL), ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრთან ერთად, აპირებს შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას:

  • შეხვედრა არქიტექტორ-ურბანისტ ვლადიმერ ვარდოსანიძესთან („მსოფლიო კულტურის“ სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი)
  • შეხვედრა უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ, პროფესორ პალ ტამაშთან
  • საუბარი მასმედიის წარმომადგენლებთან
  • მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება
  • ექსკურსიები უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად
  • მომავალი სასწავლო წლიდან ლაბორატორია გეგმავს, გამოაცხადოს კონკურსი კულტურული მრავალფეროვნების მიმართულებით სკოლის მოსწავლეთა შორის საუკეთესო ნაშრომების გამოსავლენად. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან და მათი ნაშრომები დაიდება ჩვენს ვებგვერდზე
0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი