ინსტიტუტის პროექტები

საერთაშორისო პროექტები

2013-2015 - ფოლკსვაგენის ფონდის პროექტი "ებრაული იდენტობა საქართველოში გლობალიზაციის გარიჟრაჟზე"

2013-2014 - ფრანკოფონური საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) და ბუქარესტის უნივერსიტეტის პროექტი „იდენტობის ჩამოყალიბების მექანიზმები და მისი ვარიანტები: "უცხო" და "ავტოქტონი" სუბსაჰარულ, ჩრდილოაფრიკულ და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონურ საზოგადოებებში"

2012 - International Alert კვლევითი პროექტი "მითები და კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში"

2011 - ჰაინრიხ ბიოლის ფონდის პროექტი "ნაციონალური და მსოფლიო ისტორია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და თურქეთში"

2008-2010 - CEU-HESP პროექტი "შედარებითი ისტორია"

2010 - ფრანკოფონური უნივერსიტეტების სააგენტოსა და ბუქარესტის უნივერსიტეტის პროექტი "კულტურული ტრანსფორმაციები ტრანზიციის პერიოდში"

2009 - DAAD პროექტი "განათლების სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტთა როლი კონფლიქტების თავიდან აცილებასა და მედიაციაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში"

2009 - გეორგ ეკერტის სახელმძღვანელოების საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის (ბრაუნშვაიგი, გერმანია) "მეხსიერების ომები"? სასკოლო სახელმძღვანელოებისა და კონფლიქტების ურთიერთმიმართება ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში პოსტსაბჭოთა პერიოდში"

2008 - საერთაშორისო ურთიერთობათა ასოციაციისა (პრაღა) და ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის პროექტი "დამოკიდებულება ისტორიისადმი აღმოსავლეთ ევროპაში – გამოცდილება სამხრეთ კავკასიისათვის"

სხვა პროექტები

2013-2014 - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტი "იდენტობის ნარატივები მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოში: მრავალეთნიკური ქართველი ერის სათავეებთან"

"ადამიანი, საზოგადოება, კულტურა"

1999 წლიდან ინსტიტუტის ბაზაზე მუშაობს ინტერდისციპლინური კოლოკვიუმი "ადამიანი, საზოგადოება, კულტურა". მასზე საკუთარი კვლევის შედეგებს მოხსენებების სახით წარმოადგენენ როგორც ჩვენი უნივერსიტეტის, ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები, მათი თანამომხსენებლები კი არიან მეცნიერი ისტორიკოსები, ფსიქოლოგები, ფილოლოგები, ფილოსოფოსები, სოციოლოგები, აღმოსავლეთმცოდნეები, პოლიტოლოგები და სხვ.

კოლოკვიუმზე განხილული იყო პრობლემები:

  • იქნება თუ არა კავკასია ერთიანი?
  • ცივილიზაციათა კონტაქტის პრობლემა და კავკასიის კულტურულ-ისტორიული განვითარების საკითხები;
  • დასავლეთში ინტეგრაცია - ამოცანა თუ არსებული დაკანონება?
  • ტრადიციული და ინოვაციური კულტურები და ქართული კულტურა;
  • ინტერესთა ჯგუფები საქართველოში;
  • ბახტინისეული კარნავალი და მისი პოსტმოდერნეული ინტერპრეტაცია;
  • კულტურის ფენომენი და თეატრალური გაბზარულობა;
  • დასავლური კულტურის საფუძვლები, როგორც მისი უნივერსალურობის მიზეზი;
  • კონტრკულტურა: ლაშა-გიორგისა და მისი ჯგუფის პროტესტის შინაარსი;
  • ცივილიზაციათა შეჯახება თუ ცივილიზაციათა დიალოგი?
  • დროის აღქმა XI საუკუნის ქართულ საისტორიო წყაროებში;
  • კულტურული ფაქტორების როლი ადამიანის თავის ტვინის ფუნქციური ასიმეტრიის რეორგანიზაციაში;
  • სამყაროს სურათის მოდელი საქართველოს მთის სინამდვილეში;
  • რელიგიის ფაქტორი კავკასიის კონფლიქტებში (1990-იანი წლები);
  • ახალი საარქივო მასალები აფხაზეთზე (XXს. 20-50-იანი წლები);
  • კულტურული შოკი: მისი წარმოქმნა და აცილების ხერხები (ბრიტანული და ქართული სუფრის მაგალითზე);
  • რელიგიური და კულტურული იდენტობის საკითხები კავკასიის ხალხებში (ინგლისურად);
  • დროზე ზემოქმედების ფორმები შუა საუკუნეების ქართული საისტორიო ტექსტების მიხედვით;
  • წარსულის გააზრების როლი კონფლიქტური იდენტობების ფორმირებაში (ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მაგალითი);
  • ნაციონალიზმის ფაქტორი კავკასიის თანამედროვე კონფლიქტებში (ინგისურად);
  • მიმდინარე და ლატენტური კონფლიქტები კავკასიის რეგიონში;
  • კულტურული პროცესების მართვა V-XI საუკუნეების ქართული აგიოგრაფიული ტექსტების მიხედვით;
  • კულტური ისტორიის კვლევისა და სწავლების პრობლემა;
  • სახელდების ასაკობრივი და სქესობრივი თავისებურებანი ქართულ პოპულაციაში;
  • სუბკულტურიდან კონტრკულტურამდე - ორგანიზებული დანაშაული თანამედროვე საქართველოში;
  • საბჭოთა სისტემის კულტუროლოგიური ინტერპრეტაცია: კვაზიკულტურა;
  • კონფლიქტური იდენტობის ფაქტორი ეთნიკურ კონფლიქტებსა და მათი მოგვარების პროცესში: ზოგადი მიმოხილვა (აფხაზეთის მაგალითი);
  • მამათა და შვილთა დაპირისპირება საქართველოს კულტურული ორიენტაციის ჭრილში (XIX საუკუნის 60-70-იანი წლები);
  • ბეჭდვითი კაპიტალიზმისა და ბეჭდვითი მედიის როლი ეროვნული იდენტობის ფორმირებაში (საქართველო მე-19 საუკუნის 60-70-იან წლებში);
  • ინტერკულტურული დიალოგი - პრევენციული დიპლომატიის ინსტრუმენტი;
  • ოსტენმანია: ჯეინ ოსტენის ფენომენი პოპკულტურაში;

კოლოკვიუმის სტუმრები სხვადასხვა დროს იყვნენ პროფესორები მალხაზ მაყაშვილი, ნინო ფირცხალავა, კონსტანტინე ჭიჭინაზე, კახა კაციტაძე, თამაზ ვასაძე, გიორგი ნიჟარაძე, ქეთევან ხუციშვილი, მალხაზ მაცაბერიძე, ბეჟან ჯავახია, ნოდარ ლადარია, სულხან ცაგარელი, მამუკა ბერიაშვილი, ჯონი კვიციანი, ტარიელ სიხარულიძე.

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია "კულტურა, ისტორია, პოლიტიკა"

ყოველწლიური

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი