ინტერკულტურული დიალოგის იუნესკოს კათედრა


ლოგო


2003 წლის ივნისში, იუნესკოს კულტურული პოლიტიკისა და ინტერკულტურული დიალოგის განყოფილების მიერ ვილნიუსში ჩატარებულ კონფერენციაზე “ცივილიზაციათა დიალოგი: კავკასია”, გადაწყდა ინტერკულტურული დიალოგის კათედრის შექმნა თბილისში. თითქმის სამწლიანი მოსამზადებელი სამუშაოს შემდეგ, 2006 წლის 23 მარტს იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა კოიჰირო მაცუურამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერკულტურული დიალოგის იუნესკოს კათედრის დაარსების თაობაზე. 2006 წლის 31 მარტს - 1 აპრილს პარიზში ჩატარდა იუნესკოს კათედრების ქსელის (UNESCO/UNITWIN) წარმომადგენელთა შეხვედრა და საერთაშორისო სემინარი “უმაღლესი განათლების როლი ინტერკულტურული და ინტერრელიგიური დიალოგის ხელშეწყობის საქმეში”. ამ შეხვედრებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდა პროფესორი ნინო ჩიქოვანი. თსუ ინტერკულტურული დიალოგის კათედრა მიღებულ იქნა UNESCO/UNITWIN ქსელის წევრად. 2006 წლის 4 აპრილს შეთანხმება კათედრის შექმნის შესახებ ხელმოწერით დაადასტურა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა რუსუდან ლორთქიფანიძემ.

კათედრა თანამშრომლობს ინტერკულტურული დიალოგით დაინტერესებულ სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან.

იუნესკოს ფინანსური მხარდაჭერით, კათედრამ ჯერ კიდევ მოსამზადებელ პერიოდში მიიღო აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობა. კათედრაზე საქმიანობს უნივერსიტეტის 1 სრული, 1 ასოცირებული და 4 ასისტენტ პროფესორი. მათ მიერ მომზადდა სასწავლო კურსები ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებისათვის.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი